ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად მოუწოდებს გულახდილად იმუშაონ შექმნილი ვითარების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად

 

აშშ-ის საელჩო სომხეთში გამოთქვამს შეშფოთებას, 30 ივლისის გამთენიისას აქციის მონაწილეთა დაშლის მიზნით პოლიციის მხრიდან, ძალადობისა და უხეში ძალის გამოყენების საზარელი ფაქტების გამო.

„აღშფოთებას გამოვთქვამთ იმ სანდო ინფორმაციასთან დაკავსირებით, რომელიც ეხება მოქმედებებს რომლის დროსაც პოლიციისთვის სამიზნე ჯგუფი იყო ჟურნალისტები და მათი აღჭურვილობა, რაც მედიის თავისუფლების დარღვევის შთაბედილებას ტოვებს.

მოვუწოდებთ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები 30 ივლისის გამთენიისას მომხდარი მოქმედებების გამეორების პრევენციის მიზნითა და  ძალოვანი სტრუქტურებისთვის დირექტივების მიცემა, რათა მათ წესრიგის შენარჩუნების უზრუნველფოფისას არ დაარღვიონ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება.

მივესალმებით სომხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველის ძალისხმევას რომელიც მიმართულია ჟურნალისტების, აქციის მონაწილეთა მიმართ გამოჩენილი ძალადობის ფაქტების დოკუმენტირებასა და დაკავებულ პირთა სამართლებრივ დაცვას.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების დარღვევის მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიმართულებით.

იმის გათვალისწინებით რომ აქციები დღესაც გაგრძელდება, მოვუწოდებთ ყველა მხარეს გულახდილად იმუშაონ შექმნილი ვითარების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად“.

განცხადებას ავრცელებს aniarc.am კლვლევიტი ცენტრი.

ფოტო: news.am

Leave a Reply