ყარაბაღში სროლების შედეგად დაჭრილია ოპერატორი

10 მაისს, საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე ყარბაღსა და აზერბაიჯანის ჩრდილოეთით გამავალ ხაზთან, სომხური ტელეკომპანია „შანთის“ გადამღები ჯგუფი სროლაში მოყვა.

როგორც წერს სააგენტო civilnet.am აზერბაიჯანულმა მხარემ გადამღები ჯგუფის მანქანის მიმართულებით, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

დაჭრილია ოპერატორი დავით ათოიანი, რომელსაც სტეფანაკერტის ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა.

Leave a Reply