სომხეთი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის აკრძალვისთვის მომზადებას იწყებს

სომხეთი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების მოხმარებიდან ამოღებისთვის ემზადება  – News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა განაცხადა.

„პროცესი მცირე მასშტაბით დაიწყება და პროვინციის მასშტაბით გავრცელდება. მოგვიანებით, სომხეთი იმ ქვეყნების რიგებს შეუერთდება, სადაც პლასტმასის ერთჯერადად გამოყენება იკრძალება” – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, მოსახლეობას პოლიეთილენის ალტერნატივას შესთავაზებენ.

„ჩვენ გავავრცელებთ ჩანთებს და გადავამუშავებთ პლასტმასის ბოთლებს” – ამბობს მინისტრი. მისი თქმით, პროექტი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ფინანსდება და იგი ბიუჯეტს არაფერი დაუჯდება.

Leave a Reply