თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ჰეიდარ ალიევის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თურგაი ველიზადე დაინიშნა.

თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრში რამდენიმე წლის განმავლობაში მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა. ის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საბჭოს რეკომენდაციით დაინიშნა.

imedinews.ge