ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა

22 იანვარს შვეცარიის ქალაქ დავოსში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
საათნახევრიანი შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა იმსჯელეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო მოლაპარაკებების მიმდინარე პროცესის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ამაზე ფეისბუქის თავის გვერდზე ნიკოლ ფაშინიანი წერს.
ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის სრული მოლაპარაკებები ჯერ არ შემდგარა, მაგრამ რამდენიმე “სასარგებლო მოლაპარაკება” უკვე გაიმართა.  ალიევმა აღნიშნა, რომ სომხურ მხარესთან მოლაპარაკებებს არასდროს მოერიდება.