“მე ბოდიში პუტინს კი არა, ფაშინიანს მოვუხადე” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ CSTO-ს ახალი გენერალური მდივნის დანიშვნის “შფოთი” სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწყო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ როდესაც მას ნიკოლ ფაშინიანმა დაურეკა, მან ჰკითხა, თუ რატომ “დააკავეს ხაჩატუროვი პოლიტიკური მოტივით ”.

“ეს პრობლემა ჩვენ არა, ფაშინიანმა შექმნა”, – განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ “მე ბოდიში პუტინს კი არა, ნიკოლს(ფაშინიანს) მოვუხადე, იმასთან დაკავშირებით, რომ დავა წარმოიშვა  CSTO-ს თავმჯდომარეობის გარშემო”.

ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ CSTO-ს უფლებამოსილების გაზრდის მიზნით, მას “ახალგაზრდა, ნიჭიერი გენერლები” უნდა ხელმძღვანელობდენ. ლუკაშენკომ სანქტ-პეტერბურგის დისკუსიის შინაარსი გამოაქვეყნა, და განაცხადა, რომ რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ფაშინიანს დაურეკეს და ჰკითხეს, თუ “რატომ არ დაურეკა მათ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე რატომ არ განიხილა საკითხი  მათთან?”