სომხეთში ქალის მკვლელობისთვის დაკავებული რუსი ჯარისკაცის ადგილსამყოფელი უცნობია

ამ დრომდე უცნობია სომხეთში ქალის მკვლელობისთვის დაკავებული რუსი ჯარისკაცის ადგილსამყოფელი. სომხეთის იუსტიციის უწყებამ განაცხადა, რომ შირაქის რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცი დააკავეს, მაგრამ არ დაუზუსტებია, სომხეთის ციხეში იმყოფება ის თუ რუსეთის სამხედრო ბაზაზე. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ არ უპასუხა “რადიო თავისუფლების” შეკითხვას, რა ბრალდება აქვს წაყენებული ეჭვმიტანილს. სომხეთში განაცხადეს, რომ ჯარისკაცი, რომლის ვინაობას არ ამხელენ, ეჭვმიტანილია 57 წლის ქალის, ჯულიეტა ღუკასიანის ცემაში. ღუკასიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, 2 დეკემბერს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს, გიუმრში სასტიკი ცემის შედეგად 1961 წელს დაბადებული ჯიულეტა ღაზარიანი გარდაიცვალა. ის მერიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. დილით ადრე, როდესაც ქალი სამსახურში მიდიოდა, მას უკან დაედევნენ და სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც  57 წლის ქალბატონი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.