ელჩი სადოიანი ჯავახელ სომხებს მოუწოდებს აუცილებლად ისწავლონ ქართული ენა

20 მარტს, სომხეთის ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა ახალქალაქში ახალგაზრდული ცენტრი მოინახულა და ხალხის შეკითხვებს უპასუხა. მან ასევე დაათვალიერა სოფელ კუმურდოს ახალაშენებული სკოლა.

ელჩი პირველად გაეცნო ახალქალაქის ახალგაზრდული საგანმანათლებლო კულტურის ცენტრის მუშაობას. საქართველოში “სომხური დახმარების საზოგადოების” თავმჯდომარე კარინე თადევოსიანი აუდიტორიას მიესალმა და დეტალურად წარუდგინა ცენტრის საქმიანობა. სადოიანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ პასუხი გაეცა იქ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

შეკითხებს შორის იყო კითხვა საქართველოს სომხურენოვან სკოლებში სომხეთის ისტორიის სწავლებაზე, რომელსაც სადოიანმა უპასუხა:

“მე კარგად ვიცნობ ამ პრობლემას, მაგრამ რადგან არ მაქვს პასუხი ამ მომენტში, მე შევეცდები იმის მიღწევას, რომ სულ მცირე პროგრესი მაინც იყოს ამ საკითხში”, – განაცხადა რუბენ სადოიანმა.

ხოლო შეკითხვას, რომელიც სომხურ სკოლებში ორენოვან (სომხურ-ქართულ) წიგნებს ეხებოდა, სადოიანმა განაცხადა:

“მოვუწოდებ, აუცილებლად ისწავლოთ ქართული ენა, ეს აუცილებელია. ქართული ენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი მშობლიური ენა. თქვენ ცხოვრობთ საქართველოში, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თქვენზე, დიდი მადლობა მათ. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა სომხებმა უნდა პატივი სცენ იმ ქვეყნის კანონებს და ისწავლონ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობენ.”

ახალქალაქში ვიზიტის ფარგლებში ელჩმა სოფელ კუმურდოს ახლად აშენებული სკოლაც დაათვალიერა. ელჩის განცხადებით, სკოლა უნიკალურია და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

jnews.ge

Leave a Reply