გენდერის ახალი კატეგორია – კატაა ადამიანი?!

უკვე 3 წელია ახმეტელის თეატრში რევოლუციური დადგმა 2+2=2 გაიდს და მასზე არ წყდება მაყურებლის უწყვეტი ნაკადები.  ადამიანები სცენაზე ადიან და მთ არ ერიდებათ საკუთარი აზრის გამოხატვა ჩვენი დროის ეგზისტენციურ შეკითხვებზე.  თუკი ილია ჭავჭავაძის დროს ადამიანის ყოფიერების ძირითადი კითხვა იყო: კაცია ადამიანი?  ახლა როდრიგო ფიშერის და ირაკლი გოგიას ამ პოსტ-პოსტ-მოდერნულ ნამუშევარში დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური კითხვაა:  კატაა ადამიანი?!..

ამ დადგმაში არაჩვეულებრივი მსახიობების ანსამბლია და მასზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან ყველას ურჩევ ახმეტელის თეატრში წასვლას და ამ მშვენიერი წარმოდგენის ნახვას.  აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ოთო ჩიქობავას არაჩვეულებრივი, ქართველი “ადამიანი-კატა”, რომელმაც გადალახა ყველა სტანდარტული გენდერული სტერეოტიპი და ჰუმანოცენტრისტულ შოვინიზმზე მაღლა დადგომა შეძლო.  დღეს უკვე ვაჟა ფშაველას “გველისმჭამელის” საკითხები მსოფლიო დონეზე განიხილება და უკვე პროგრესული აზრი ისაა, რომ არ შეიძლება ადამიანი ცხოველზე უფრო შეგნებულ და მსოფლმედველობრივ არსებად ჩაითვალოს.

ყველა ფაუნის წევრი თანასწორად იმსახურებს მისის სიცოცხლის და არჩევანის უფლების აღიარებას.  მაგრამ ამას დღეს კაცობრიობა არ აკეთებს.  უფრო მეტიც, რასაც ახლა ვხედავთ მსოფლიოში – ეს ადამიანის ცხოვრების გაუფასურებაზე უფრო მეტყველებს ვიდრე.  ამდენი კონფლიქტები და ძალადობა ადამიანის ზედმეტად ტექნოკრატიული მიდგომის შედეგია.  ადამიანი თითქოს დაშორდა თავის მშობელ ბუნებას და საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადა – და მისცა თავს უფლება, რომ უკიდეგანოდ იძალადოს გარემომცველ სამყაროზე.  ის შეკითხვა, რომელსაც ახმეტელის თეატრის ამ ინოვაციური ქართულ-ბრაზილიური დრამის მთავარი პროტაგონისტი სვამს:  აქვს თუ არა ადამიანს უფლება, რომ ბუნებას უკნა დაუბრუნდეს – უარი თქვას პოსტ-მოდერნული “ცივილიზაციის”  თავსმოხვეულ დოგმებზე და გახდეს ის, რაც უნდა:  ანუ კატა?   რატომაა, რომ დღევანდელი უგულო სამყარო არ აძლევს ადამიანს უფლებას რომ ისაუბროს სხვა სულიერი არსებების ენაზე?  ვაჟა ფშაველას “გველისმჭამელის” თემა ამ სპექტაკლს სულ გასწვრივ ხაზად გასდევს.  გენდერული ცხოვრების ამ ახალ დეფინიციას – ადამიანი-კატა დღეს მთელი პროგრესული მსოფლიო განიხილავს.   ჰუმანოცენტრისტული შოვინიზმი უფრო ჰუმანურ მსოფლმხედველობას უთმობს ადგილს – თუმცა ეს ასე ჩქარა არ ხდება.  მაგრამ, ოთო ჩიქობავას ეს გმირი – ეს არის ტრანსფორმაციული მოვლენა გენდერის თეორიაში.  დღევანდელი ადამიანი – მთლიანად შეგნებული და ცნობიერებით სავსე – აკეთებს არჩევანს, რომ გახდეს ცხოველი – დიახაც რომ “სვეტი-ცხოველი” – რამეთუ ცხოველობაშია და ცხოველქმედებაშია ადამიანის მთავარი ღირსება, იქიდან მოდის მისის შემოქმედებითი ენერგია და საუკეთესო საწყისები.  ეს შეკითვა აუცილებლად უნდა დაისვას ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე: რამდენად ვართ ჩვენ ისევ სულიერი არსებები და არმდენად არ ვხდებით ავტომატიზირებული მკვლელები..

ტრანსფორმაციული თეატრის ერთ-ერთმა მამამ, ცნობილმა ამერიკელმა თეატრალურმა რეჟისორმა ბრუს ლევიტმა თქვა, რომ იგი ძალიან ბედნიერია, რომ თეატრის ენაზე ალაპარაკდა ეს ახალი ტიპის პლანეტარული აზროვნება.  დღეს, საკითხი სწორედ იმაში დგას თუ რამდენად მოახერხებს ჩვენი ტექნოკრატიული ძალადობით გაჟღენთილი საუკუნე, სადაც ავტომატური კარიერისტი მანქანა-რობოტები უსულგულო წესბებს გვიდგენენ, რომ გახდეს ნამდვილად განმანათლებლური გარემო.

ტრანსფორმაციული თეატრის იდეა, რომელიც ყოფიერებას სარკესავით კი არა ასახავს, არამედ მას ცვლის კრეატიული ტანალტის გამოყენებით – ეს არის ის იდეა, რომელიც დღეს ჩვენს მსოფლიოს სჭირდება.  და სჭირდება არა მარტო იმერეთში, სადაც ჩვენი ადამიანი კატა დაიბადა, და არც მხოლოდ ჩხოროწყუში, სადაც მისი პარტნიორი ცხოვრობდა – არამედ მთელს პლანეტაზე.  დღეს ტრანსფორმაციული ცხოვრების სტილი იმისთვისაა საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ გენოციდები და ახალი ჰოლოკოსტები – სწორედ ეს არის ბრუს ლევიტის და ანტონინ მარტოს ხედვის არსი.  ირაკლი გოგიამ და როდრიგო ფიშერმა ეს საკითხი მარტივ ენაზე დასვეს.  და ეს კითხვა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც პოლიციურ ძალადობაზე ან კრიმინალურ ძალადობაზე ამდენი ლაპარაკია – ჩვენს და არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში.

დღეს, ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ ცხოველიც – სვეტი-ცხოველიც – არანაკლები შეგნების პატრონია, ვიდრე ადამიანი.  ეს არის კაცობრიობის უკანასკნელი მიღწევა.

ჭეშმარიტად:  კატაა ადამიანი?  თუ პირიქით:  ძაღლია ადამიანი?!

ავტორი: შავლეგ მამასახლისი

 

Leave a Reply