სომხეთის პოლიცია ადასტურებს ინფორმაციას სომხეთის მეორე პრეზიდენტის აგარაკზე თავდასხმის შესახებ

პოლიცია ადასტურებს, რომ 15 აპრილს დაახლოვებით 18:00 საათზე შემოვიდა  ზარი, იმის შესახებ რომ განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის აგარაკზე. შემთხვევის დროს ყოფილი პრეზიდენტის აგარაკის მიმართულებით ნატყორცნი იქნა ყუმბარა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება, რომ  პრეზიდენტის პოზიციის დატოვების შემდეგ, 2008 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ერევნის ადმირალ ისაკოვის 23  ნომერში მდებარე შენობა და მასთან ერთად ყველა დანარჩენი,  გარდა სადარაჯო ტერიტორიისა, უსასყიდლოდ, მფლობელობის უფლებით, გადაეცა ქოჩარიანს, როგორც საცხოვრებელი სახლი.

იმავე გადაწყვეტილების თანახმად, სადარაჯო ტერიტორია მიუერთდა უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო დაცვის სამსახურს, უსასყიდლო და უვადო გამოყენების უფლებით.

Leave a Reply