სომხეთს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს  ახალი მდივანი ჰყავს

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ბრძანებით არმენ გევორგიანი 6 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს mediamax.am საინფორმაციო სააგენტო.

„არმენ გევორგიანს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ურთულესი მოვალეობების შესასრულებლად საკმარისი გამოცდილება აქვს. ის შემდგარი მოღვაწეა. მე მასთან  ოცწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს და ამ ხნის განმავლობაში არ მახსოვს  შემთხვევა,   გართულებოდა დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან გამკლავება. ამ პერიოდში მას მრავალჯერ ჰქონია შეხება  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობასთან“- ნათქვამია პრეზიდენტის სიტყვაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წინაშე ახალი მდივნის წარდგენისას. სერჟ სარგსიანმა დაამატა:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი  საერთო ძალისხმევით, მართლაც, შეგვიძლია გავამართლოთ  ყველას მოლოდინი  ამ სტრუქტურასთან დაკავშირებით“.

არმენ გევორგიანი დაიბადა 1973 წელს ერევანში. წარჩინებით დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი. 1993-1996 წლებში იყო სანკტ-პეტერბურგის გერცენის სახელობის რუსული პედაგოგიური უნივერსიტეტის ასპირანტი. შეთავსებით დაამთავრა   ტვენტეს (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის მაგისტრატურა განათლებისა და გადამზადების კოორდინაციის დაგეგმვის მიმართულებით. 1997-1998 წლებში იყო პრემიერმინისტრის დამხმარე. ყოფილა ასევე პრეზიდენტის პირველი დამხმარე, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის პირველი დამხმარე, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, სომხეთის ვიცე პრემიერმინისტრი და ა.შ.

2015 წლის აგვისტო-ნოემბრის თვეებში მონაწილეობა მიუღია საგანმანათლებლო პროგრამაში ჰარვარდის უნივერსიტეტის (ბოსტონი, აშშ) ბიზნეს-სკოლის საერთო მართვის მიმართულებით.

არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

ფოტო: mediamax.am

Leave a Reply