„სირიელი ხალხის მიმართ აგრესორი მხარეებიდან ერთ-ერთი სომეხი ხალხის გენოციდში მონაწილე მხარეა“

„სირიელი ხალხის მიმართ აგრესორი მხარეებიდან ერთ-ერთი სომეხი ხალხის გენოციდში მონაწილე მხარეა. მისი პოლიტიკა დაფუძნებილია ავტოკრატიასა და ფუჭ სულთნურ  ოცნებებზე, რაც განწირულია წარუმატებლობისთვის და ყველაზე ცუდი შედეგი ექნება  თავად აგრესორისთვის“ – აღნიშნულია სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელიც მან სომხეთსა და სირიის ისლამურ რესპუბლიკას შორის  დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის 25-ე წლისთავიდმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

სირიის ვიცე პრემიერის,საგარეო საქმეთა და დიასპორის საკითხებში მინისტრის უალიდ ალ-მუალლიმის თქმით : „ სირია, რომელიც ტეროროსტების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებებს აღწევს,  დარწმუნებულია, რომ ის მეგობრები,  რომლებიც გვერდში უდგანან, დახმარების ხელს გაუწვდიან ტერორიზმის შედეგად ნანგრევების აღდგენაშიც.

განცხადებას ავრცელებს სააგენტო civilnet.am.

Leave a Reply