სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის დელეგაცია სინგაპურში იმყოფება

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის დავით ანანიანის ხელმძღვანელობით სინგაპურში იმყოფება საგადასახადო ადმინისტრირების გამოცდილების შესწავლის მიზნით.

სამუშაო ვიზიტი განხორციელდა სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტისა და საერთაშორისო ბანკის “საგადასახადო ადმინისტრირების მოდერნიზაციის” პროგრამის ფარგლებში.

კომიტეტის წევრები სინგაპურის საგადასახადო უწყების საქმიანობას და ელექტრონული მართვის სისტემების მუშაობას გაეცნობიან.