სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადი ყოველწლიურად შემცირდება

6 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში საშემოსავლო გადასახადების ცვლილებებზე ისაუბრა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ საშემოსავლო, მოგების და დივიდენტის გადასახდები თანაბრად უნდა გადანაწილდეს. მისი თქმით, ორივე გადასახადი 23%-ით უნდა გათანაბარდეს.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ სამომავლოდ ყოველწლიურად საშემოსავლო გადასახადი 0,5%-ით შემცირდეს.

ფაშინიანს სჯერა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სერიოზულ სტიმულს მისცემს ეკონომიკას.