სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დელეგაცია და პირველი ვიცე-პრემიერი მოსკოვშია

26 აპრილს, ნალბანდიანი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა, რათა კოლეგასთან განიხილოს არცახისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების საკითხები.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი და სომხეთის პრველი ვიცე-პრემიერი  მოსკოვში იმყოფება, თუმცა დელეგაციასთან შეხვედრები ჯერ არ იგეგმება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლში სომეხ დეპუტატებთან მოლაპარაკებები არ იგეგმება, განხილვები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო დონეზე შედგება. პესკოვი იტყობინება, რომ სომხეთში განვითარებული მოვლენები მხოლოდ სახელმწიფოს შიდა საკითხებია.

Leave a Reply