სომხეთისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრები ბიშკეკში შეხვდნენ

ბიშკეკში ყირგიზეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი სომხეთის პრემირ-მინისტრი კრენ კარაპეტიანი რუსეთის ფედერციის მთავრობის  ხელმძღვანელს, დიმიტრი მედვედევს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს იანვრის თვეში სომხეთის პრემიერის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგად მიღწეული შეთანხმებების განხორციელების პროცესებზე.  კერძოდ კი სომხურ-რუსული საინვესტიციო ფონდის შექმნის, მეღრის რეგიონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში  რუსული კომპანიების ჩართულობის და  სასოფლო-სამეურნეო  მნიშვნელობის ტექნიკის მიწოდების საკითხებზე.

მათ ასევე განიხილეს სომხურ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები.

სომხეთისა და რუსეთის პრემიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სომხურ-რუსული სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება, როგორც ორმხრივ, ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, იუწყება სააგენტო armtimes.com.

Leave a Reply