სამმხრივ შეხვედრაზე ქვეყნები პოზიციებს დააზუსტებენ

მოსკოვში სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტერების სამმხრივ შეხვედრაზე, დაზუსტებულ უნდა იქნას მხარეების პოზიციები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების სადავო საკითხებზე. ამის შესახებ ჟუერნალისტებთან საუბარში რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მანამდე მიღწეული შეთანხმების თანახმად, 28 აპრილს მოსკოვში ჩატარდება რუსეთის,სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. შესაბამის ეტაპზე მინისტრებს შეუერთდებიან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და მთიანი ყარაბაღის საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი.

განხილვების დროს უნდა დაზუსტდეს მხარეების პოზიციები დარეგულირების სადავო საკითხთა და მოლაპარაკეკების პროცესის შემდგომი სტრუქტურირების საკითხის ირგვლივ “-განაცხადა ზახაროვამ.

Leave a Reply