სომეხი პოლიტილოგი ალიევის განცხადებაზე: ერევანის ხელში ჩაგდება უბრალოდ სიტყვები არ იყო

15 თებერვალს მიუნხენში გაიმართა უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია, რომლის დროსაც სერჟ სარგსიანი სიტყვით გამოვიდა და ასევე მონაწილეობა მიიღო კითხვა პასუხში.

“ის მოსაზრება, რომ ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორია იყო ალიევის რეგულარული არასაფუძვლიანი ნათქვამი არის, ერევანს გააჩნია 2800 წლის ისტორია, ხოლო სომეხი ხალხი სულ მცირე 5000 წელი ცხოვრობს თავის ისტორიულ ტერიტორიებზე და აზერბაიჯანს ან სხვა რომელიმე ერს არ შეუძლია გატეხოს სომხური ერის ნება”, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

პოლიტოლოგის ჰაიკ მარტიროსიანის თქმით, სარგსიანის სიტყვებს სწორი ტონი ჰქონდა, თუმცა იყო რიგი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ქვეტექსტები. პოლიტოლოგი ამბობს, რომ განთავისუფლებული ტერიტორიები, ისევ აღინიშნა როგორც „აზერბაიჯანის რეგიონები”.

სომხეთს ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის დროიდან  მოყოლებული დღემდე არ სურს გადახედოს საკუთარი ტერიტორიის მიმართ თავის დამოკიდებულებას. კონფერენციაზე საუბარი წარიმართა ალიევის ამბიციების შესახებ, მაგრამ ხაზგაუსმელი დარჩა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი, ერევანის ხელში ჩაგდების კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელებას აზერბაიჯანელები უთუოდ შეეცდებიან.

“ალიევის სიტყვები უსაფუძვლო არ იყო, ეგ ოცნებაა, რომელსაც აზერბაიჯანელები შეეცდებიან მიაღწიონ. რამდენად შეძლებენ, ამას დრო და სომხების მიდგომები გვიჩვენებს, თუმცა ის რომ ალიევის სიტყვები უსაფუძვლო არ არის ფაქტია. სარგსიანის სიტყვებიდან გამომდინარე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთო განცხადების მიღება აბსურდია. მხოლოდ საიმედოა, ის რომ ალიევმა ეს სიტყვები ხმამაღლა თქვა”, – განაცხადა მარტიროსიანმა.

Leave a Reply