ჩეხეთმა სომეხთა გენოციდი აღიარა

ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ (104 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი), სომეხთა გენოციდი აღიარა. ამის შესახებ თავის ფეისბუქის გვერდზე წერს სომხეთის საგარეო უწყების პრეს სპიკერი ტიგრან ბალაიანი.

რეზოლუციაში ნათქვამია: ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატა გმობს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულს ებრაელების, ბოშებისა და სლავების მიმართ; პირველი მსოფლიო ომის დროს განხორციელებულ სომეხთა გენოციდს და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გენოციდს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე“.

რეზოლუცია წარდგენილ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ჩეხურ-სომხური მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, რობინ ბიოჰინის მიერ.

შეგახსებენთ, რომ 2016 წელის 7-9 ივნისს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ჩემანმა, მის სომეხ კოლეგასთან საერთო პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ აპირებდა ჩეხეთის პარლამენტისთვის ოსმალეთის იმპრეიაში 1915 წელს განხორციელებული სომხეთა გენოციდის აღიარების საკითხის განსახილველად წაყენებას.

Leave a Reply