სომხეთმა მიკრონეზიასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

21 სექტემბერს, ნიუ- იორკში სომხთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა და მიკრონეზიის საგარეო საქმეთა მდივანმა ლორინ რობერტმა  ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმს მოაწერეს ხელი.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ დიპლმატიური ურთიერთობების დამყარება შესაძლებლობას იძლევა გააქტიურდეს ორმხრივი ურთიეღტობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

Leave a Reply