ფაშინიანი: ქვეყანაში საბოტაჟი არ არსებობს

“მე ვერ ვხედავ საბოტაჟის ელემენტებს და არ შეიძლება ეს საბოტაჟი იყოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

იგი ასევე შეხვდა დემონსტრანტებს, რომლებიც ერევნის მერის და გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესი დაიწყო და დისკუსიის შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში გადაეცა ფაშინიანს ეკონომიკა წინა ხელისუფლებისგან, მან უპასუხა: “მონოპოლიური ეკონომიკა, სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები შეზღუდულია და ჩვენ სწრაფად გავაფართოებთ ამ შესაძლებლობებს.”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანამ მონოპოლიები არ მოგვარდება, ეკონომიკის პოზიტიურ ცვლილებებზე საუბარი შეუძლებელია.

Leave a Reply