ანგელა მერკელის ვიზიტი სომხეთში

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფაბა. კანცლერს ერევნის ზვართნოცის აეროპორტში  სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა.

მერკელმა და ფაშინიანმა განიხილეს სომხურ-გერმანული, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, საერთაშორისო და რეგიონალური საკითხები. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია სომხეთის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია.

“ვიცით, რომ ქვეყანა რთულ რეგიონში მდებარეობს და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. ჩვენ მზად ვართ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით შევძლებთ ახალი შედეგების მიღწევას”, – განაცხდა ანგელა მერკელმა და დაამატა, რომ სომხეთი შეიძლება იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ რუსეთთან და, ამავე დროს, გააღრმავო ურთიერთობები ევროკავშირთან.

მხარეებმა ასევე განიხილეს ვიზის ლიბერალიზაციის, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის, გარემოს დაცვის, საგზაო მშენებლობასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხები.

მერკელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სასაზღვრო პრობლემებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საკითხი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს.

Leave a Reply