სომხეთში ჰაერის ტემპერატურა 8-10 გრადუსით დაიწევს

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, სომხეთის ექვს რეგიონში და არცახის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მომდევნო დღეებში 6-8 გრადუსით, ზოგან კი 8-10 გრადუსით დაიწევს.

სომხეთის მთელ ტერიტორიაზე ასევე მოსალოდნელია ნალექი.  4-8 ოქტომბერს კი ერევანში მზიანი დღეებია მოსალოდნელი.