სომხეთის ზოგიერთ რეგიონში ნისლი და თოვლია

სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ინფორმაციით, აპარანის, არაგაწის, სპიტაკის, ლორეს, დილიჯანის, სევანის, სისიანისა და მეღრიის რეგიონების საავტომობილო გზებზე თოვს და ნისლია.

საგზაო დეპარტამენტი გზებს ინტენსიურად წმენდს ტექნიკური მარილით. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არაა.