2017 წლის „ავრორას“ პრემიის გამარჯვებულს რამდენიმე საათში გამოავლენენ

საერთაშორისო ჰუმანიტარული ინიციატივა „ავრორა“ , შექმნილია სომეხთა გენოციდის დროს გადარჩენილთა სახელით, მადლიერების ნიშნად იმ პირებისადმი, ვინც მათ გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.

„ავრორას“ მიზანია, დაეხმაროს დღევანდელობის გმირებს განაგრძონ სიკეთის გლობალური ესტაფეტა და  ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც  ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროება.

2017 წლის „ავრორას“ პრემიის ნომინანტები არიან :

 

  1. ფარტუნ ადანი და ილვად ელმანი , სომალიდან. მათ სომალიში დაარსეს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების ცენტრი „ელმანი“. ორივემ ერთად კი 1 მილიონი დოლარის პრემიის ნომინანტებად დაასახელეს სამი ორგანიზაცია – „ელმანის“ ცენტრი; თერაპიის და რეაბილიტაციის ცენტრი „ვილ ეჟენე“ და პანზის ფონდი.
  2. ჯამილა აფღანი , ავღანეთიდან, რომელიც ავღანეთში ქლების და გოგონების უფლებებს იცავს. მან დაასახელა სამი კომპანია – „ტენებაუმის „ ცენტრი, რომელიც რეგილიური კავშირების დამყარებას ცდილობს; ქალთა ისლამური ინიციატივა და ქსელი „კარამა“ , რომელიც მხარს უჭერს სოციალურ სფეროში ქალთა როლის ამაღლებას.
  3. მუჰამედ დერვიში, სირიიდან. 26 წლის ექიმი, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევს საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ მოსახლეობას. ის ერთ-ერთია იმ სამ ექიმთაგან, რომელიც 40-ათასიან ქალაქს ეხმარება. მისი ნომინანტია ორგანიზცია „ექიმები საზღვრების გარეშე“.
  4. დენის მუკვენგე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან. ის ექიმი-გინეკოლოგია, რომელიც ეხმარება საომარი მოქმედებების დროს გაუპატიურებულ ქალებს. მისი ნომინანტი გახდა ორგანიზაცია „იენენგა პრესი“, რომელიც აფრიკაში სოციალური პროექტების განხორციელებით არის დაკავებული.და 2009 წლის 28 სექტემბერს დაზარალებულთა, მათ მეგობართა და მშობელთა ასოციაცია.
  5. ტომ კატენა, აშშ-დან. ის 2016 წელსაც იყო „ავრორაზე“ ნომინირებული. ტომ კატენა ცხოვობს და მოღვაწეობს სუდანში და წელიწადში 1000-ზე მეტ ოპერაციას ატარებს. 1 მილიონი დოლარის მიღების კანდიდატებად მან 3 ორგანიზაცია დაასახელა: ფონდი „აფრიკის სამედიცინო მისია“; „კათოლიკური სამედიცინო მისიის საბჭო“ და Aktion Canchanabury.

Leave a Reply