ერევანში „ავრორას“ დაჯილდოებისთვის ემზადებიან

ჰუმანიტარული ინიციატივა „ავრორა“ 2015 წელს სამმა თანამოაზრემ შექმნა. მას შემდეგ პროექტს 200-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია შეუერთდა. ყველა მათგანს ამოძრავებს სურვილი, რეალობად აქციოს ერთი კონკრეტული ერის მადლიერების გრძნობა მათი გადამრჩენელების მიმართ. „ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც ჩვენს იდეებს იზიარებს და სურს ამ პროექტის ნაწილი გახდეს. დამატებითი რესურსები დაგვეხმარება მივცეთ იმედი და დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს უკიდურესად ესაჭიროება. ასევე, მოვუწოდებთ მათ, ვინც გადაარჩინეს, ვისაც ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი მისცეს,  საქმით გამოხატონ მადლიერება და მაშველთა ახალ თაობას შეუერთდნენ. ამით, სიკეთის ესტაფეტა უსასრულოდ გაგრძელდება. ველით ყველას, ვინც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს ჩვენთან ერთად გაიზიარებს“ – ნათქვამია დამფუძნებელთა მოწოდებაში.

შესარჩევი კომისიის წევრებმა წლევანდელი ნომინანტები 254 კანდიდატს შორის შეარჩიეს. სარეკომენდაციო წერილი  66 ქვეყნიდან მოვიდა.
„ავრორას“ შესარჩევ კომისიაში შედიან :

  1. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი – ოსკარ არიასი, შირინ ებადი და ლეიმა გბოვი
  2. ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი – მერი რობინსონი
  3. ადამიანთა უფლებადამცველი – ხინა ჯილანი
  4. ავსტრალიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და კრიზისული ჯგუფის საპატიო პრეზიდენტი – გარეტ ევანსი
  5. მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი – ერნესტო სედილიო
  6. კორპორაცია „კარნეგის“ ნიუ-იორკის  პრეზიდენტი – ვართან გრიგორიანი
  7. „ოსკარის“ პრემიის მფლობელი, ცნობილი მსახიობი და ფილანტროპი – ჯორჯ ქლუნი

პრემია „ავრორას“ დაჯილდოების ცრემონიალი დღეს, 28 მაისს ერევანში, 20 საათზე დაიწყება. პრემიის გადაცემას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სპეციალურად ამ დღისთის ჩამოსული ეთნიკურად სომეხი სტუმრები, ცნობილი ადამიანები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრებს შორის ასევე იქნებიან, სომხეთის პრეზიდენტი და კათალიკოსი –  გარეგინ მეორე.

 

Leave a Reply