ახალციხეში, ერთერთი ქუჩისთვის, შარლ აზნავურის სახელის მინიჭებას ითხოვენ

5 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე – ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრმა“  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა, რათა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭოს მსოფლიოში ცნობილი შარლ აზნავურის სახელი. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ განცხადებას.

ბატონო გელა,

მოგახსენებთ, რომ 2005 წელს ქალაქ ახალციხის საკრებულომ შარლ აზნავურს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა, ხოლო 2012 წელს მან ახალციხის ციხის გახსნაზე მონაწილეობა მიიღო და მისი ვარსკვლავიც გაიხსნა.

2018 წლის 1-ელ ოქტომბერს, სომხური წარმომავლობის ფრანგი მომღერალი გარდაიცვალა, რომელიც წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან, კერძოდ, ახალციხიდანაა.

2018 წლის 31 ოქტომბერს, ახალქალაქის საკრებულომ შარლ აზნავურის პატივისცემის ნიშნად ერთ- ერთ ქუჩასა და სკვერს მისი სახელი მიანიჭა.

მისასალმებელი იქნება  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილოს ზემოაღნიშნული საკითხი და შარლ აზნაურის პატივისცემის ნიშნად ახალციხეში ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭოს შარლ აზნავურის სახელი.

ვფიქრობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შუწყობს ტურისტების მოზიდვას და შარლ აზნავურის სახელის უკვდავყოფას.

akhaltskha.net