ჯორჯ კენტი: სომხეთი დღეს ძალიან ოპტიმისტური ქვეყანაა

აშშ-ის ევრაზიული რეგიონალური საკითხების მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა, სომხეთში ვიზიტის შემდეგ, სომხეთის განვითარების და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

“ვფიქრობ სომხეთი დღეს საკმაოდ ოპტიმისტური ქვეყანაა”, – განაცხადა მაღალი რანგის დიპლომატმა. მან აღნიშნა, რომ ნათელია ის ფაქტი, რომ სომხეთში დადებითი ცვლილებების საჭიროებას აცნობიერებენ, რაც გამოიხატებოდა ხავერდოვანი რევოლუციის დროს. მისივე თქმით, სომხებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავისი აზრი საპარლამენტო არჩევნებზე.

მან ხაზი გაუსვა ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს და აღნიშნა, რომ აშშ კონფლიქტის, მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხმარეა.