სომხური „ჭკვიანი“ საფულე „Volterman“ (ვიდეო)

სომხურმა სტარტაპმა – საფულემ „Volterman“ , შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა „კრაუფანდინგისთვის“  განკუთვნილ პლატფორმაზე –  indiegogo.com.

„Volterman“-ი ჩვეულბერივი საფულე არ არის, მას შთამბეჭდავი განსხვავებული შესაძლებლობები აქვს: ტელეფონის პოვნის მექანიზმი, ტელეფონის დასატენი სისტემა, GPS – რომელიც საფულის დაკარგვის შემთხვევაში, მის ლოკაციას გვიჩვენებს, ფარულად დამონტაჟებული კამერა,  ქურდის სახის დასაფიქსირებლად – იმ შემთხვევისთვის, თუ მოიპარეს, WIFI და „Bluetooth alarm“, ანუ თუ ტელეფონი და საფულე ერთმანეთს დაშორდნენ, პატრონი სიგნალს იღებს – ზემოთჩამოთვლილი ერთგვარი „ხრიკები“ მობილურის ან საფულის დაკარგვას პრაქტიკულად გამორიცხავს.

ყველაფერი კი 2014 წლის იანვრიდან დაიწყო, როდესაც აზატ თოვმასიანმა  საფულე დაკარგა. მარტის თვეში მან უკვე „დაუკარგავი“ საფულის შექმნის შესახებ დაიწყო ფიქრი. შეიქმნა ნივთის პროტოტიპი, შემუშვდა დიზაინი, განხორციელდა ბრენდინგი, შეიქმნა მობილური დანართი.

სერიული წარმოების დაწყებისთვის იდეის ავტორებმა გადაწყვიტეს crowdfunding-ისთვის მიემართათ. აქვე განვმარტავთ crowdfunding -ის მნიშვნელობას – ეს გახლავთ სხვადასხვა სფეროში, ინოვაციური პროექტისთვის შემოწირულობების სახით ფულადი თანხის მოძიება ინტერნეტის საშუალებით: ამა თუ იმ იდეის ავტორი სპეციალურ ვებგვერდზე საკუთარ გვერდს ხსნის, სადაც მის მიერ გამოგონილი ნივთის ან გამოგონების შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოების ფართო მასებს, დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც გამოგონებით აღფრთოვანდებიან, პროექტის ანგარიშზე ფულის შეტანას იმის სანაცვლოდ იწყებენ, რომ პირველები გამოცდიან სიახლეს თავის თავზე. საკმარისი თანხის შეგროვებისთანავე სიახლე წარმოებაში ეშვება და შედეგად ყველა კმაყოფილი რჩება – გამომგონებელიც და მომხმარებელიც.

ამ მეთოდით აზატ თოვმასიანის „ჭკვიანმა“ საფულემ 10 საათის განმავლობაში 20, 5 ათასი აშშ დოლარი დაიმსახურა, შემოწირულობაში კი მონაწილეობა 220-მა ადამიანმა მიიღო.

Leave a Reply