ჟირაირ სეფილიანი მედიას მოუწოდებს

Pre-Parliament Secretariat coordinator Zhirayr Sefilyan is guest in Tesaket press club

„ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე გამოგონილია და კანონის დარღვევისა და აშკარა ძალადობის პირობებში მიმდინარეობს.  სომხეთის ხელისუფლებისა და მისი მარიონეტების მიზანი, სასამართლო პროცესის ჩემი მონაწილეობის გარეშე ჩატარებაა, რადგან ხმა არ ამოვიღო და სიმართლე არ ვთქვა. სწორედ ამიტომ მივმართავ ყველა მედია საშუალებას, განსაკუთრებით კი TV გალასა და რადიო თავისუფლებას, მომცენ ღია ეთერში საუბრის საშუალება, რადგან სიმართლე გამოვლინდეს”.

შეგახსენებთ, „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერი – ჟირაირ სეფილიანი 2016 წლის 20 ივნისს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააპატიმრეს; 7 ივლისის დილას კი ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებისა და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას მოთხოვნით, 30 შეიარაღებული პირი ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავადა.

Leave a Reply