ხელები შორს ყარაბაღისგან!

ერევანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა.

ახალგაზდრების ნაწილმა თავი მოიყარა ერევნის თავისუფლების მოედანზე, საიდანაც  გამართა მსვლელობა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის საელჩოს მიმართულებით. მათი მოთხოვნა იყო,  მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირების პროცესში მიწის ერთი მტკაველიც არ გადაეცეს აზერბაიჯანს.

„-ჩვენ ვხედავთ პრობლემებს, მხოლოდ ცარიელი ხელებით სომხეთში არ მოდიან, მოდიან კონკრეტულად ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად,  ჩვენი ანალიზითა და ლოგიკით, მოდიან კონკრეტული ვალდებულებებით, მოდიან კონკრეტულად ყარაბაღის რეგიონების დასათმობად. მათ განაცხადეს, თუ რა გეგმები გააჩნიათ ამ კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სიახლე. ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, მადრიდის პრინციპებში  არის მითითებული, თუ რა ნაბიჯების შედეგად უნდა  მოგვარდეს კონფლიქტი. ჩვენ მიწის არც ერთ მტკაველს არ დავთმობთ“. განაცხადა armtimes.com საინფორმაციოსთან საუბარში  ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  დავით სანასარდიანმა, რომელმაც დაამატა:

„-ჩვენ ერთი მტკაველი მიწაც არ უნდა დავთმოთ, არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინმა, ალიევმა და სერჟმა ივაჭრონ. ჩვენი ბიჭების სისხლით გათავისუფლებული, შენარჩუნებული მიწა არ უნდა გავყიდოთ, მიწის მცირე მონაკვეთის გაყიდვაც კი მკრეხელობაა.“

აქციის მონაწილეებს აქვთ თავიანთი მოთხოვნები – მათ შორის მთიანი ყრაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება, აზერბაიჯანიდან  ლტოლვილი სომხების, მათ შორის შაჰუმიანელების უსაფრთხო და სწრაფი დაბრუნება აზერბაიჯანის მხრიდან ოკუპირებულ სომხურ რეგიონებში, რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის შეარაღების შეჩერება  უახლესი თავდასხმითი და მასობრივი განადგურების იარაღით, რომლებიც გამოყენებულ იქნა და ჯერ კიდევ გამოიყენება სომხეთის და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ.
ორგანიზატორმა ისიც აღნიშნა, რომ აქცია არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის  ინიციატივა.

ფოტო:armtimes.com

Leave a Reply