სომეხი მოთხილამურე თხილამურების უქონლობის გამო ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გაემგზავრა

სომეხი მოთხილამურე აშოტ კარაპეტიანი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიურ თამაშში, თუ  შესაბამისი აღჭურვილობა ექნება. 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენი თხილამურების გარეშე დარჩა, რადგან სომხეთის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ არ უზრუნველყო საჭირო აღჭურვილობა.

მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა,რომ თხილამურების ქონის შემთხვევაშიც ის მონაწილეობას ვერ მიიღებდა ოლიმპიადაზე, რადგან ფედერაციამ მისი სახელი და გვარი დაგვიანებით გაუგზავნა ორგანიზატორებს. აშოტ კარაპეტიანმა armtimes.com-თან საუბარში განაცხადა, რომ გვიან გამოგზავნილი სახელი და გვარი არ წარმოადგენს პრობლემას.

Leave a Reply