საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს სიტყვა

დინასტია ბაგრატუნის და 1375 წელს კილიკიის სამეფოს დაცემიდან ხუთი საუკუნის განმავლობაში სომეხი ერი თავს არ ანებებდა საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენის მცდელობებს. პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხი ერი, საკუთარივე სამშობლოში, დაგეგმილი მასობრივი განადგურების მსხვერპლი გახდა. ეს მოვლენა, შემდგომში ტერმინ გენოციდად დახასიათდა.

დიდი გენოციდის წლეებში, ყველგან, სადაც ბრწყინავდა სომხური სამხედრო სულისკვეთება -ვანში, მუსა ლერსა და ბევრ სხვა ადგილას, სომეხმა ერმა ღირსეული პასუხი გასცა თურქი სახელმწიფოს მრავალრიცხოვან გენოციდალურ ჯარს.

1918-20წწ. სომხური სახელმწიფოებრიობის აღდგენა -მართლაც საოცრების ტოლფასი იყო. იმ წლებში, სამწუხაროდ, სახელმწიფოერიობის შენაჩუნება ვერ შევძელით. თუმცა, სწორედ პირველი რესპუბლიკის დაბადებით მყარი საფუძველი ჩაეყარა დღევანდელი სომხური სახელმწიფოებრიობის -სომხეთის რესპუბლიკის აღორძინებას.

თანამედროვე პერიოდის განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად სომხური სახელმწიფოებრიობისა და შეიარაღებული ძალების ფორმირება ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში მოხდა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სომხური სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი გარანტი -ჩვენი ჯარია.

წელს ჩვენ სომხური ჯარის აღორძინების 25-ე წლისთავს ავღნიშნავთ. ეს აღორძინება უწყვეტ კავშირშია იმ ბრძოლასთან რომელიც სომეხი ერი მე-20 საუკუნის ბოლო წლებში წარმართა. გასული 25 წელი -ხანგრძლივი და რთული პერიოდი იყო. მეორეს მხრივ ეს პერიოდი, ჩვენი ერის მრავალათასწლოვანი ისტორიის ფურცლებზე მხოლოდ ხანმოკლე მონაკვეთია.

სომხური ჯარი სომხურ სახელმწიფოსთან ერთად აღორძინდა და ლოგიკურად გახდა სომხეთის რესპუბლიკისა და სრულიად სომხობის უსაფრთხოების ძირითადი გარანტი. ისევე, როგორც ეროვნული ეპოსის გმირი -დავით სასუნცი, სომხური ჯარი ასევე იზრდებოდა, ძლიერდებოდა და იწრთვნებოდა მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. საკუთარი გაძლიერებით სომხურმა ჯარმა მრვალჯერ აღკვეთა მტრის მიერ ასეთი სანატრელი სისხლისღვრა. ჩვენი ჯარი გამარჯვებული გამოვიდა მრავალრიცხოვანი მტრის მიერ თავმოხვეულ ომიდან.

სომხური ჯარი გახდა ის ძალა, რომელიც შეძლო 500 წლის განმავლობაში დაშვებული მრავალრიცხოვანი შეცდომებისა და ტრაგიკული მოვლენების შედეგების შესწორება. დამოუკიდებლობის არქონის 500 წლის შემდეგ სომხურმა ჯარმა შეძლო დაპყრობილი სამშობლოს გათავისუფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -სომეხი ერისგან წარუმატებლობაზე განწირულის კლიშეს მოხსნა. სომხური ჯარი საბრძოლო მოქმედებების პირობებში ჩამოყალიბდა, რაც, თავის მხრივ, სამხედრო აზროვნების ლოგიკაში არ ჯდება. ისტორიკოსებს, მომავალში, ჯერ კიდევ მოუწევთ შეფასება მისცენ ამ ჭეშმარიტად ღვთაებრივ მოვლენას.

სომეხმა ჯარისკაცმა, რომელმაც უცხო სახელმწიფოების დროშის ქვეშ ბრძოლებში სახელი გაითქვა, ამჯერად შეძლო ეროვნული ტრიკოლორის ირგვლივ გაერთიანება და გამარჯვებით შეამკო ისტორიული მიწების გათავისუფლებას მიმართული ეროვნული ბრძოლა. სომხეთის რესპუბლიკა და სომხური არცახი ჩვენი წამებული მებრძოლეების გმირობის მოწმეა!

მოწინააღმდეგეს არ სძინავს და ის მუდმივად ცდის ჩვენ ყურადღებას. მტრის მზგავსი ქმედებები უკვე ყოველდღიური სახე მიიღეს და გეოპოლიტიკურ განვითარებებთან უშუალო კავშირშია. გასული წლის გაზაფხულზე მოწინააღმდეგე, კიდევ ერთხელ იყო დასჯილი საკუთარივე ხელისუფლების მიერ ინსპირირებული პროვოკაციის გამო. იყო დასჯილი იმიტომ, რომ სომეხი ჯარისკაცი საკუთარ პოზიციებზე მყარად დგას.

შეგრძნება იმისა, რომ ჩვენ მართლები ვართ და მიღწევების დაცვა გვიწევს არის ის უძლიერესი იარაღი, რომელსაც მოწინააღმდეგე ვერცერთი მოკავშირისგან, ვერანაირ ფასად ვერ შეიძენს. ჭეშმარიტებისა და სიმართლის წინაშე უძლურია ყველა და ყველაფერი, მათ შორის თანამედროვე სამხედრო იარაღი და ტექნიკაც.

მხოლოდ „ერი-ჯარი“-ს ფორმულის გააზრებითა და ქმედითი ნაბიჯებით შევძლებთ წარსულში დაშვებული ტრაგიკული შეცდომების შედეგების გამოსწორებას და უსაფრთხო მომავლის მშენებლობა.

ნებისმიერმა სომეხმა უნდა იგრძნოს, რომ ის სამშობლოს წმინდა საზღვრების სადარაჯოზე მდგარი მეომარია. მზად უნდა იყოს ხილავ და ხშირად ჩასაფრებულ მოწინააღმდეგთან ბრძოლაში საკუთარი პოზიციის დაკავება.

სომხური ჯარის აღორძინების 25-ე წლისთავი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს კვლავ გავიხსენოთ ეროვნული ოცნების შესახებ და მეტი მონდომებით შევუდგეთ მის რეალიზების საქმეს. ამავე დროს, სომეხი ჯარისკაცი, რომელიც ნებისმიერ წუთს არის მზად სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწიროს უფლებამოსილია იგივე თავგანწირვა ნებისმიერი ჩვენთაგანისგან მოთხოვოს. მოითხოვოს რომ სომეხი ერი მუდამ მზად და ძლიერი იყოს!

ვაღიაროთ, რომ ელვის სისწრაფით ცვალებად სამყაროში სომხურ სახელმწიფოებრიობას ორი მოკავშირე ჰყავს -სომხური ჯარი და ჩვენი დიასპორა. ეს ორი მოკავშირე ჩვენ არასდროს გვიღალატებს!

სომხობა -ის ძალაა, რომლის ინტერესების უგულველყოფა რეგიონში შეუძლებელია. და თუ მოწინააღმდეგე ჩვენ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხეების შექმნას გააგრძელებს, არავის შეეპაროს ეჭვი, რომ ყველა ჩვენთაგანი საკუთარ ჯვარსა და იარაღს აიღებს და განმეორდება ის, რაც მრავალჯერ მომხდარა ჰაიკისა და ბელის ბრძოლის დროს, ზირავის, ავარაირის, სარდარაპატის, აპარანის, შუშისა და მრავალ სხვა ბრძოლებში.

დიახ! ჩვენ მშვიდობა გვინდა, მაგრამ ამავე დროს ომისთვისაც მზად ვართ!

დღევანდელი დღსასწაული კარგ შესაძლებლობას გვაძლევს კვლავ გავიხსენოთ ყოველი ჩვენთაგანის მისიის, მიზნების შესახებ. გავიხსენოთ და მიზნების ხორცშესხმას შევუდგეთ.

მუდამ უნდა გვახსოვდეს ის ათასობით წამებული მებრძოლე, ვინც სიცოცხლე ჩვენი ერის მომავალს შესწირა. უნდა გვახსოვდეს და მომავალი გამარჯვებები მათ ხსოვნას მივუძღნათ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ამავე დროს გლოვის კულტი არ უნდა შევქმნათ, ვინაიდან „გლოვა მარადიულია მხოლოდ იმ დროს, როდესაც ბრძოლა არ მიმდინარეობს“.

შევწყვიტოთ სამარცხვინო თვითგანადგურება და გამარჯვებისთვის ბრძოლას შევუდგეთ. ხვალინდელი დღის შენებას შევუდგეთ.

მოწამეების გზით ვიაროთ იმისათვის, რომ მომავალში ახალი დანაკარგები არ გვქონდეს!

ამისათვის კი ოდნავ მეტად შეიარაღებული სომხები და ოდნავ უფრო სრულყოფილი ადამიანები უნდა ვიყოთ!

ძვირფასო თანამემამულენო, ძმებო და დებო!

ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების იუბილე და გამარჯვება გისურვოთ!

დიდება სომხურ ჯარს!

თავს ვხრით მეომრეების წინაშე, ვინც ჩვენ სარწმუნოებას, ხალხსა და სამშობლოს შეწირეს საკუთარი სიცოცხლე!

ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების, სომეხი ერისა და სომხეთის რესპუბლიკის მფარველი!

პოლკოვნიკი სამველ რამაზიანი

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე

თარგმანი: საქართველოს სომეხთა სათვისტომო

Leave a Reply