შარლ აზნავური: როდის აღიარებს ისრაელი სომეხთა გენოციდს?

სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი შარლ აზნავური მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მიერ დევნილი ებრაელების გადარჩენისთვის, ისრაელში რაულ ვალენბერგის მედალით დაჯილდოვდა.

Asbarez -ის ცნობით, 93 წლის შანსონის მომღერლისთვის მედლის გადაცემის ცერემონია იერუსალიმის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა.

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმას, რაც აზნავურმა და მისმა ოჯახმა მათთვის გააკეთა.

იმავდროულად, აზნავურმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს იერუსალიმი და ასევე ილაპარაკა თავისი სომხური ფესვების შესახებ.

“ჩვენ, სომხებს და ებრაელებს საერთო ბევრი რამ გვქავს, ტკივილისა და სიხარულის, სამუშაოს, მუსიკის, ხელოვნების, ენების მსგავსად. რაც ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვან ადამიანებად გვაქცევს”, – თქვა შარლ აზნავურმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტისგან მედლის მიღების შემდეგ, აზნავურმა იკითხა, თუ როდის აპირებს ისრაელი ოფიციალურად აღიაროს სომხების გენოციდი. ამის საპასუხოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია და რომ მან არაერთხელ დააყენა ეს საკითხი ქნესეტში(ისრაელის პარლამენტი).

Leave a Reply