აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ არენის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

15 სექტემბერს, საღამოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ნახიჯევანიდან სოფელ არენის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რასაც სომხეთის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა განაცხადა.

“იარაღებიდან ისროდნენ, თუმცა ტავუშის რეგიონთან შედარებით, აქ ტყვიები სოფლამდე არ აღწევს. ერთი დღის წინ მსგავსი ქმედებები განახორციელეს ტავუშშიც”, – აცხადებს ჰოვჰანნისიანი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში აზერბაიჯანული მხარე აქტიურად ხსნის ცეცხლს ტავუშის სოფლების მიმართულებით, წერს tert.am.