ილჰამ ალიევის ვაჟი ჯარში გაიწვიეს

16 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვაჟმა სამხედრო ფიცი დადო და აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოებაში სამსახური დაიწყო.

ჰეიდარ ალიევი-უმცროსი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სამხედრო ნაწილში იმსახურებს.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ვაჟის ჯარში გაწვევის ცერემონია გაიმართა. მან ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სამხედრო ნაწილში სამსახური დაიწყო. ეს სამხედრო შენაერთი არის აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო შენაერთი, რომელშიც არ შედის საჰაერო თავდაცვის ძალები”, – წერს აზერბაიჯანული მედია.