სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს ეწვია

საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მოწვევით, საქართველოში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფებოდა, მათ შორის არიან ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო უნივერსიტეტის  წარმომადგენლები.

გორში სტუმრებს ეროვნული დაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ უმასპინძლა. სტუმრებს  აკადემიის საქმიანობა გააცნეს, მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე სამხედრო და პოლიტიკური მიმართულებებით სპეციალისტების მომზადების პროცესი.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო დაწესებულებებს შორის მომავალ თანამშრომლობასთან დაკავსირებული საკითხები.

Leave a Reply