სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა და საღამოს რვაზე დაიხურება.

არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. თუმცა, გამარჯვებას ნიკოლ ფაშინიანსა და მის თანაპარტიელებს უწინასწარმეტყველებენ.

ფაშინიანი 16 ოქტომბერს სწორედ იმიტომ გადადგა, რომ პარლამენტი ამ გზით დაეთხოვა.

სომხეთის კონსტიტუციით, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კრება ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს პრემიერის არჩევას. პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარდგენა ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რათა ფორმალური პროცედურა დაეცვათ.

ფაშინიანი სომხეთის ხელისუფლებაში ამ წლის მაისში მასობრივი აქციების ფონზე მივიდა. მან პრემიერმინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანი შეცვალა.