სომხეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ელჩს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში შვედეთის ელჩი მარტინა ქუიკი მიიღო.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია სომხურ-შვედური ურთიერთობების განვითარებით სხვადასხვა სფეროებში და ხაზი გაუსვა ელჩის აქტიურ როლს კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდის აუცილებლობას და დასძინა, რომ ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საქმიანი კავშირების გაფართოებას.

შვედეთის ელჩმა დაარწმუნა, რომ ის ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ორმხრივი თანამშრომლობას ახალი სტიმული მისცეს. მარტინა ქუიკმა აღნიშნა, რომ შვედეთი მზადაა სომხეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის დემოკრატიის განმტკიცებაში, კორუფციასთან ბრძოლაში, ადამიანის უფლებების დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებაში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

Leave a Reply