ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ყარაბაღის კონფლიქტი განიხილა

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი შეხვდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პერსონალურ წარმომადგენელს. ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ეუთო-ს თანათავმჯდომარეებმა და პერსონალურმა წარმომადგენელმა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ და კონტაქტის ხაზზე არსებული მდგომარეობის დეტალებზე.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მინსკის ჯგუფის საქმიანობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ბელარუსის შესაძლო მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

Leave a Reply