ერზრუმიდან ნინოწმინდაში ჩამოტანილი ტრადიცია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხამჩალიში უკვე 200 წელზე მეტია, იმ დროიდან, რაც ჯავახეთში სომეხი მოსახლეობა დასახლდა, აღინიშნება ყვავილების დღესასწაული, რომელსაც ხალხი „კათნაბურ“-ს უწოდებს. დღესასწაული უკავშირდება საგაზაფხულო ხვნა-თესვის დასრულებას. ამ დღეს სოფელში მთელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული სტუმრები იკრიბებიან. ახალგაზდრები კრეფენ ყვავილებს და ცეკვავენ ტრადიციულ ქოჩარის.

რადიო „ნორთან“ საუბარში, ზეიმის ერთ-ერთი მონაწილე, დღსასწაულის ფესვების შესახებ ყვება: „ავდივართ წმინდა მთაზე, სადაც ტაძარში „თევათოროს“ სანთელს ვანთებთ, ხოლო შემდეგ წყაროსთან ჩამოვდივართ, სურვილს ჩავიფიქრებთ და ვკითხულობთ კუპლეტს, რომელიც ჩვენს ბედს შეესაბამება. ამის შემდეგ სოფელში ვბრუნდებით და ვზეიმობთ“.

მისი თქმით, ეს ტრადიცია დასავლეთ სომხეთის, ერზრუმის პროვინციის სოფლებიდან მოდის. დღესასწაული აღინიშნება ყოველ წელს, ივნისის პირველ კვირას.

Leave a Reply