სოფელ ხანდოს საბავშვო ბაღის პრობლემები

ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოს მოსახლეობას სურს, რომ მათი პატარებისთვის სოფელში კომფორტული საბავშვო ბაღი მოეწყოს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ხანდოს საბავშვო ბაღი არსბობს, იგი სოფლის ორსართულიანი შენობის პირველ სართულზეა, მეორე სართულზე კი სოფლის ადმინისტრაციაა. თუმცა შენობა და პირობები სავალალოა.

საბავშვო ბაღი ორი ოთახისგან შედგება, მუშაობს კვირაში 5 დღე, დღის განმავლობაში 4 საათი, 10:00 -დან 14:00 საათამდე. საკვებით ბავშვებს ყოველ დღე ერთი მშობელი ამარაგებს.

საბავშვო ბაღს არ აქვს სათამაშო მოედანი. შენობაში გათბობის სისტემაც არ არის, ამიტომ ოთახებს ელექტროგამათბობლით ათბობენ. აღმზრდელები აცხადებენ, რომ როცა შუქი არ არის ბავშვებს სახლში უშვებენ.

ადგილოვრივები აცხადებენ, რომ ახალქალაქიდან მოვიდნენ და დაპირდნენ, რომ სოფელის ერთ-ერთ  შენობას იყიდიან და წლის ბოლომდე ახალ, დიდ საბავშო ბაღს ააშენებენ, სადაც ასევე სოფელ ორჯას და ვარევანის ბავშვებიც ივლიან.

Leave a Reply