გარეგინ II: “8 მარტი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში ქალთა როლის გადახედვის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა”

სომეხთა სრულიად კათოლიკოს პატრიარქმა გარეგინ II-მ  ქალებს 8 მარტი მიულოცა და შეტყობინებაში მათ როლზე და ქალთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ გავიაზროთ ჩვენი ხალხის ცხოვრებაში დედების,დების, ქალიშვილების აუცილებელი როლი. საუკუნეების მანძილზე, სომეხი ქალბატონები წახალისების, მხარდაჭერისა და შთაგონების წყაროები იყვნენ ჩვენი  მეომრებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ოჯახების, ეროვნების და სარწმუნოების დაცვისთვის ბრძოლაში.

ძვირფასებო, ჩვენი სურვილია, რომ  თქვენი მარადიული და მტკიცე სიყვარული შეინარჩუნოთ მთელი მისი სრულყოფილებით.”

Leave a Reply