აზერბაიჯანის დაბომბვის შედეგად Le Monde-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა

აზერბაიჯანის დაბომბვის შედეგად, არცახში, მარტუნის რეგიონში Le Monde-ის ორი ჟურნალისტი (საფრანგეთის მოქალაქე) დაშავდა.

სომხური საინფორმაციო ცენტრის გადმოცემით დაშავებულები მარტუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა ანა ნაღდალიანმა განაცხადა, რომ ამ დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტრომ 50-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო მედია საშუალებიდან ქვეყანაში 200-მდე ჟურნალისტის შემოსვლა დააკმაყოფილა, რომელთა უმეტესობა უკვე სომხეთსა და არცახშია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ასევე ტელეკომპანია“არმენიის” ოპერატორი.