ჰადრუთს არტილერია მოხვდა – სომხეთის თავდაცვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანისიანმა,  განაცხადა, რომ ჰადრუთს არტილერია მოხვდა.

”აზერბაიჯანელები ისევ ურტყამენ მშვიდობიან მოსახლეობას. ჰადრუთს არტილერია მოხვდა”, – წერს ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

გუშინ სომხურმა მხარემ მარტაკერტის დაბომბვის და სამი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.