სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ოპერატიული კავშირი დაამყარეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებითი შემსრულებელსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის ოპერატიული კავშირი დამყარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებითმა შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

“როგორც ადრე შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, შეიქმნა საიმედო ოპერატიული კავშირი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტს ნახევარ საათში მიუვა და ასევე პირიქით, ნებისმიერი ინფორმაცია მოვა ჩემთან. ეს არ ნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რაიმე დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ვუკავშირდებით ერთმანეთს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კონტაქტს ვამყარებთ”, – აცხადებს ფაშინიანი.

მან აღნიშნა, რომ საზღვარზე სიტუაცია უპრეცედენტოდ მშვიდია, რაც დუშანბეში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებას უკავშირდება.