ახალქალაქის კულტურის სახლის აღდგენის შემცირებული ხარჯები

გასულ წელს ახალქალაქის კულტურის სახლის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი თანხა თანდათან შემცირდა. შედეგად, ბიუჯეტის თანხა აღდგენის პროცესისთვის არ არის საკმარისი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ  პროექტის განხორციელებას შეძლებს.

2016 წლის ერთ-ერთი მოულოდნელი ფაქტი იყო ის, რომ გაზაფხულზე ახალქალაქის რაიონის ბიუჯეტს 5 966 000 ლარის ოდენობით საგადასახადო შემოსავლები დაემატა. 2016 წლის 29 ივლისს, ახალქალაქის რაიონის დეპარტამენტში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე “რაზე უნდა დაიხარჯოს დამატებითი დაფინანსება.” პოტენციური ინიციატივების სიაში კულტურის სახლის შენობის რესტავრაციის პროექტიც აღმოჩნდა.

5 აგვისტოს ახალქალაქის რეგიონალურისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დეპუტატებმა  რეგიონალური სამმართველოს მხრიდან წარმოდგენილი 2016 წლის ცვლილებები განიხილეს.

კულტურის სახლის აღდგენისთვის თავდაპირველად გამოყვეს 1 500 000 ლარი სორედ ამ დროს გამოიყო, ხოლო დისკუსიების შედეგად, დეპუტატებმა  1 300 000 ლარი დაამტკიცეს.

ამჟამად კულტურის სახლის აღდგენის ბიუჯეტი 480 000ლარს შეადგენს. სამუშაო გეგმა შექმნილია და 900 000 ლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს ხარჯების გამოთვლა და ზუსტი თანხა სულ მალე გახდება ცნობილი.

როგორც  ალბერტ ნაჰატაკიანმა ახსნა თავდაპირველად გამოყოფილი 1 300 000 ლარის შემცირება წინა წლის გაზაფხულზე საგადასახადო შემოსავლების არასწორად განაწილების ბრალი იყო. ჰესისა და რკინიგზის მიერ გადმოცემულ თანხებში ახალქალაქისა და ნინოწმინდის ნაწილიც შედიოდა.მიუხედავად თანხის შემცირებისა ნაჰატაკიანი დარწმუნებულია, რომ პროექტი არ შეჩერდება.

ახალქალაქის კულტურის სახლი 40 წელია არ გარემონტებულა. დღეს შენობა თანდათან ინგრევა, ანტისანიტარიაა და არაჰიგიენური პირობები, აუტანელ სიცივეზე არაფერი რომ არ ვთქვათ.

ახალქალაქის რაიონის სამართველოს თქმით, შენობაში სარდაფის და დარბაზის გარდა აღადგენენ ყველაფერს, რაც,  სხვათა შორის, სიცივის ერთ ერთი მიზეზია.

„როდესაც საბოლოოდ დამტკიცდება აღდგენითი სამუშაოების პროგრამა, დაგვჭირდება დამატებითი ფინანსები. დიახ, ბიუჯეტი გაყოფილია, მაგრამ დანაზოგებიც გვექნება.  მაგალითად ტენდების განსხვავება, რომელიც გროვდება. ჩვენ ბიუჯეტში კორექტირებას შევიტანთ და გადავწყვეტთ თუ რამდენ ფულს გამოვყობთ კონკრეტულ საქმეზე“,-აღნიშნა ალბერტ ნაჰატაკიანმა.

Leave a Reply