ყველგანმავალების  შეჯიბრი  ბაკურიანში

28 იანვარს  ბაკურიანში Օff –Road-ის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ექსტრემალებმა  სომხეთიდან  და  საქართველოდან. მათ შორის ასევე იყვნენ  მონაწილეები ახალქალაქიდან.

ახალქალაქის  წარმომადგენელმა შეჯიბრში  მე-3  ადგილი დაიკავა. მონაწილეები აგრეთვე ერთმანეთს  მოტოციკლეტებით, კვადროციკლეტებითა  და თოვლმავალებით შეეჯიბრნენ. ღონისძიება “Off-roaders Club – Georgia”-ს მიერ იყო განხორციელებული.  ძალიან  დიდი  ყინვისა და ცივი ამინდისა მიუხედავად მონაწილეების მხარდასაჭერად მათი ნათესავები, მეგობრები, აგრეთვე ტურისტები, ჟურნალისტები და ასეთი ექსტრემალური სპორტის მოყვარულები იყვნენ მოსული.

Leave a Reply