რატომ წაიშალა შეტყობინება სომხეთის თაცდაცვს მინისტრის ოფიცალური ვიზიტის შესახებ

21-22 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის პირველ დღეს სომხეთის თავდაცვის მინისტრი შეხვდა მის ქართველ კოლეგას. მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები მომავალ წელს ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლამდე, ვიგენ სარგსიანმა რუსულ «lenta.ru»-თან საუბრისას  განაცხადა, რომ „სომხურ-რუსული სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ხელს უწყობენ.  იმავე ინტერვიუში ის აცხადებს, რომ  სომხეთსა და ნატოს თანამშრომლობა სომხურ-რუსული ურთიერთობებისთვის ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი .

ვიგენ სარგსიანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. მინისტრი  ასვეე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას, ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო «Kvira.ge», თუმცა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

ჟურნალისტი ჰასმიკ მელიქსეთიანი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს:
„ეს ფოტოსურათი დღეს შუადღისას გადმოვწერე საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდიდან, თანდართული იყო სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შეტყობინებას. შეტყობინების ძირითადი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა, ხელმოწერილი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება და სხვა არაფერი ახალი ან გასაკვირი. შეტყობინება დადებული იყო ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქის გვერდზე, ახლა კი არც სურათები და არც შეტყობინებაა. შეკითხვა ჩნდება – რატომ? ვის და რატომ უშლიდა ხელს. სამწუხაროდ სქრინშოთი არ გამიკეთებია, რომ მცოდნოდა… ახლა პრემიერისა და მთავრობის გვერდზე არის თურქეთში ვიზიტის ფოტოები და შეტყობინებები. არაა გამორიცხული, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო, დაველოდოთ“.

აღსანიშნავია, რომ ამის მერე არც ერთ ოფიციალურ გვერდზე აღარ აღდგენილა სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს  შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. თავის მხრივ საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა გაფორმდა. ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკაა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტიაა. მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.

Leave a Reply