სამცხე-ჯავახეთის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია 20 წლისაა

22 დეკემბერს ზუსტად 20 წელიწადი  გავიდა იმ დღიდან,  რაც  სამცხე ჯავახეთში  54 ფონდის გაერთიანებით  არასამთავრობო ორგანიზაცა  დაფუძნდა.

1996 წლის 22 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში   დაფუძნდა  „რეფორმების ხელშემწყობი და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“, რომელიც   დაკავებულია დემოკრატიისა და  სამოქალაქო საზოგადოების გავითარებით. დღეს ცენტრი ატარებს „ რეფორმებისა და დემოკრატიის ცენტრის“ სახელწოდებას.

„მაშინ  საზოგადოების დემოკრატიზაცია  ჯერ მხოლოდ იწყებოდა. ჩვენ არჩევნების დროს მონიტორინგს ვახორციელებდით და დაკავებული ვიყავით ადამიანის უფლებათა დაცვით. იმ დროს არავინ იყო ამით დაკავებული. ჩვენ ვეწეოდით ანტიკორუფციულ საქმიანობას. ძალიან რთული იყო რეგისტრირება” – ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გაგიკ იანდიანი.

ორგანიზაციას თავის ისტორიის განმავლობაში განუხორციელებია 16-ზე მეტი საგრანტო და საკუთარი პროექტი და სხვა მრავალი აქტივობა.

Leave a Reply